Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის SQUARE ქართული უნივერსიტეტების შეხვედრა

2021 წლის 23 აპრილს   Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ფარგლებში გაიმართა SQUARE კონსორციუმის ქართული უნივერსიტეტების შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში,. შეხვედრას პროექტის კოორდინატორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, კერძოდ  მიმდინარე აქტივობა - მესამე მისიის პროექტებისა და შესაბამისი რესურსების რუკის შემუშავება, მათი პროგრესი, გამოწვევები და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და გამოცდილება. შეხვედრა ემსახურებოდა გამოცდილების გაზიარებისა და დიალოგის გზით მიმდინარე აქტივობის წარმატებითა და ეფექტიანად დასრულებისთვის ხელის შეწყობას.

 

SQUARE პროექტის მთავარი მიზანია 3M საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ

 https://www.square.tsu.ge/

https://www.facebook.com/SQUARE-104135198541496/