2019 წლის 27 მაისს ჩატარდა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუცმენის პოზიციის მეშვეობით (AESOP)“ მენეჯმნტის ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც უმასპინძლა ხაზარის უნივერსიტეტმა (ბაქო, აზერბაიჯანი).
შეხვედრას ესწრებოდნენ კონსორციუმის წევრები. მათ განიხილეს აღნიშნული პროექტის მიზნები და ამოცანები. ისაუბრეს მის შედეგებსა და გამოწვევებზე, ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე, ვადებსა და დაგეგმილ საქმიანობაზე.
ასევე განიხილეს 15-16 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისი, საქართველო) დაგეგმილი შემაჯამებელი კონფერენციის სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში დეტალები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის ეროვნულმა ERASMUS + ოფისმა. აზერბაიჯანის ეროვნული ერაზმუს+ ოფისის კოორდინატორი და თანამშრომლები მონიტორინგს უწევდნენ პროექტს. შეხვედრის ბოლოს მიღებულ იქნა კონკრეტული რეკომენდაციები.