აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით" აპლიკანტ-კოორდინატორმა პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას უმასპინძლა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016 წლიდან არის ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით" აპლიკანტ-კოორდინატორი. პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. მასში ჩართული არიან პოლონეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, პორტუგალიისა და ავსტრიის უნივერსიტეტები და ომბუდსმენის ოფისები. პროექტის ფარგლებში საქართველოს სამ, უკრაინის ორ და აზერბაიჯანის ოთხ უნივერსიტეტში ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარებით შეიქმნა ომბუდსმენის პოზიცია და ოფისი.