2020 წლის თებერვალში პლაგიატის პრევენციის კვირეულის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქუთაისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს.
შეხვედრები Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ქართული
English (UK)