2020 წლის 19 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები პლაგიატის პრევენციის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მოსწავლეებთან გაიმართა და პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. მონაწილეებმა ისაუბრეს აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებზე და ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.