თებერვალში პლაგიატის პრევენციის კვირეულის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სტუდენტებისთვის საინფორმაციო საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.