2020 წლის 20-21 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად (CISI)“ ფარგლებში. შეხვედრაზე პროექტის მენეჯერმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან განიხილა დაგეგმილი აქტივობები, ხოლო საჯარო სკოლის და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებთან განიხილა სოციალური ინკლუზიის არსებული მდგომარეობა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სტუდენტებსა და მოსწავლეებთან მუშაობის საჭიროებებზე იმსჯელეს.