2021 წლის 1-4 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში Honesty, Trust, Unity: Academic Integrity & Education in a Globalized World, რომელიც მიეძღვნა აკადემიურ კეთილსინდისიერების საკითხებს უკრაინაში, მოლდოვეთსა და კავკასიაში. კონფერენცია ჩატარდა რეგიონალური ინგლისური ენის ოფისის (ამერიკის საელჩო) ორგანიზეით TESOLუკრაინა-სთან, ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია ETAG-სა და საერთაშორი შავი ზღვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის უფროსმა პროფ. დავით გეგეჭკორმა და ამავე სამსახურის საერთაშორისო პროექტების მართვისა და განვითარების სექტორის კოორდინატორმა თამთა დემეტრაძემ წარადგინეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის "აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში მიღებული გამოცდილება და აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობისა და გაძლეირების აქტივობები.
პლენარული სხდომის მომხსენებლები/სპიკერები იყვნენ იანა ჩაპაილო (პროექტის კოორდინატორი, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ხარისხის ინიციატივა, ამერიკული საბჭო უმაღლესი განათლებისთვის), ნიკოლოზ ფარჯანაძე (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული ფროფესორი) და ირინე დარჩია (უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE) , Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი)