2021 წლის 25-27 იანვარს და 4 თებერვალს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის ჩატარდა პირველი ონლაინ ტრენინგი სახელწოდებით "სტრატეგიული გეგმა და საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგია".
ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეფექტური საერთაშრისო თანამშრომლობა, უნივერსიტეტის მისია, ხედვა, სტრატეგიული გეგმის განვითარება, SWOT ანალიზი, ინტერაქცია უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის.
ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘RURD’ ( კოორდინატორი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/
https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal