2021 წლის 4-5 მარტს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიეტუვა) წარმომადგენლებმა ჩაატარეს მეორე ონლაინ ტრენინგი.
ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობა, უნივერსიტეტის მისია, ხედვა, სტრატეგიული გეგმის განვითარება და ინტერაქცია უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის.
ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული RURD პროექტის (კოორდინატორი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/
https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586