ტრენინგი ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში

2021 წლის 2 დეკემბერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში“ (DITECH) ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი “გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში - სწავლა ინოვაციური მედია-საშუალებებით“.


ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული DITECH პროექტის მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიებით გაუმჯობესებული სწავლებისა და სწავლების განვითარებით და დანერგვით.  
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ https://atsu.edu.ge/index.php/ditech-geo

https://ka.ditech-erasmus.eu/