2022 წლის 18-20 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აწსუ) გამართული ევროკავშირის ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ RURD შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში, მოკლე საინფორმაციო სესია მიეძღვნა საერთაშორისო პროექტებს, მათ შორის ერასმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტებს SQAURE, HEIn4, CISI and DITECH, რომლებსაც აწსუ ახორციელებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის RURD პროექტის აპლიკანტ-კოორდინატორი, რომელშიც ჩართულია საქართველოს თერთმეტი რეგიონული უნივერსიტეტი და პარტნიორი უნივერსიტეტები ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან.