Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის SQUARE კონსორციუმის შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2021 წლის 5-7 ივლისს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა გახსნეს  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ და ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ.

სამუშაო შეხვედრა სამი დღე გაგრძელდა და დაეთმო ტრენინგს, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატით გაიმართა, ხოლო მესამე დღე, დაეთმო პროექტის მენეჯმენტის საკითხებს.

პროექტის განხორციელებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

SQUARE პროექტის მთავარი მიზანია 3M საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ https://www.square.tsu.ge/

https://www.facebook.com/SQUARE-104135198541496/

{gallery}square/batumi{gallery}