2022 წლის 12-14 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტის კონსორციუმის წევრებს უმასპინძლა. ტრენინგი „მესამე მისიის აქტივობების ადმინისტრირებისა და გავლების შეფასება“ ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტისა და ტურკუს უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მესამე მისიის აქტივობების დაგეგმვისას შესაბამისი მიზნების, ბენეფიციარების, პირდაპირი და არაპირდაპირი დაინტერესებული მხარეების, შუალედური და საბოლოო შედეგების, საჭირო რესურსების განსაზღვრის მექანიზმებსა და პრინციპებს. ასევე, ტურკუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მათ გაუზიარეს მესამე მისიის აქტივობების შესაბამისი პრინციპით დაგეგმვისა და განხორციელების მაგალითები.
SQUARE პროექტის მთავარი მიზანია 3M საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ
https://www.facebook.com/SQUARE-104135198541496/