საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს „სასურსათო ტექნოლოგიის“ საბაკალვრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
საბაკალვრო პროგრამა „სასურსათო ტექნოლოგია“ მოიცავს 2 მოდულს:
1. საკვები პროდუქტების ტექნოლოგია;
2. სასურსათო საქონელმცოდნეობა და ექსპერტიზა.
სტუდენტები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით სასწავლო და საწარმოო პრაქტიკებს გადიან ქვეყნის მოწინავე საწარმოებში.
სამაგისტრო პროგრამაზე „სასურსათო ტექნოლოგია“ სტუდენტს შეუძლია გაიღრმაოს ცოდნა სასურველი სპეციალიზაციით - ფქვილოვანი ნაწარმის ტექნოლოგია, ხორცის პროდუქტების ტექნოლოგია, რძის პროდუქტების ტექნოლოგია, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგია, საზოგადიებრივი კვების პროდუქტების ტექნოლოგია.
სადოქოტორო პროგრამაზე „ სასურსათო ტექნოლოგია“ დოქტორანტს შეუძლია კვლევები აწარმოოს შემდეგი მიმართულებით:
• პურის, მაკარონისა და საკონდიტრო პროდუქტების ტექნოლოგია;
• სასმელების ტექნოლოგია;
• ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების ტექნოლოგია.
საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურზე სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი კურსების სწავლებას უზრუნველყოფს 3 მეცნიერებათა დოქტორი, 7 აკადემიური დოქტორი, მათ შორის 2 პროფესორი, ერთი ემერიტუსი,, 6 ასოცირებული პროფესორი და 1 ტექნიკური პერსონალი.
„საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში მოპოვებულია 5 ეროვნული სამეცნიერო და 2 საუნივერსიტეტო გრანტი, რომელთა ფარგლებში შეიქმნა და მიმდინარეობს კვლევევბი ახალი თაობის ფუნქციონალური დანიშნულების საკვები პროდუქტების ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავების მიმართულებით. გამოქვეყნებულია ათობით სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს და საზღვარგარეთის მაღალრეიტინგულ გამოცემებში. დამუშავებული ტექნოლოგიის სიახლე დადასტურებულია საქართველოს პატენტებით. მიმდინარე კვლევებში აქტიურ მომაწილეობას ღებულობენ სამივე საფეხურის სტუდენტები.