ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ისტორია იწყება 1968 წლიდან, როდესაც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში გაიხსნა დღის სწავლების ფაკულტეტი. აღნიშნული ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა ქიმიის დეპარტამენტი (კათედრის გამგე - დოცენტი ვალერიან ბრეგვაძე), რომელიც ემსახურებოდა კვებისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიის სპეციალობებს.
1969 წელს, ფაკულტეტის ზრდის კვალდაკვალ, ქიმიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ორი კათედრა: 1) ორგანული და ანალიზური ქიმიის კათედრა (კათედრის გამგე - დოცენტი ბაგრატ ბეროძე); 2) ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრა (კათედრის გამგე - დოცენტი ვალერიან ბრეგვაძე).
1974 წელს მოქმედ ფაკულტეტს მიენიჭა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელწიფო ინსტიტუტის სტატუსი. ორგანული და ანალიზური ქიმიის კათედრა (კათედრის გამგე - დოცენტი ნოდარ ლეკიშვილი) ვითარდებოდა სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით. 80-იანი წლებიდან კათედრას ეწოდებოდა გამომყვანი წარმოების ქიმიური ტექნოლოგიის და ორგანული ქიმიის კათედრა (კეთედრის გამგე - დოცენტი ელიზავეტა ბუაძე) და ამზადებდა სპეციალისტებს გამომყვანი წარმოების ქიმიის და ტექნოლოგიის მიმართულებით. 1990 წლიდან კათედრის ბაზაზე შეიქმნა ახალი სპეციალობა: პლატმასებისა და ელასტომერების გადამუშავების ტექნოლოგია. შესაბამისად, არსებული კათედრის მრავალდარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი კათედრის ჩამოყალიბების შესახებ. კათედრას ეწოდა ორგანული ქიმიის, პლასტიკური მასებისა და ელასტომერების გადამუშავების კათედრა (კათედრის გამგე - დოცენტი ბობი ბუცხრიკიძე).
1990 წლიდან პარალელურად ვითარდებოდა ახლადშექმნილი საინჟინრო ეკოლოგიისა და შრომის დაცვის კათედრა (კათედრის გამგე - დოცენტი თეიმურაზ ვეკუა), რომელიც ამზადებდა სპეციალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიმართულებით. 1994-1996 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა დოცენტი ვახტანგ კვანტიძე.
2000 წელს აღნიშნული ორი კათედრის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა ორგანული ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიის და ეკოლოგიის კათედრა, რომელსაც 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი ბობი ბუცხრიკიძე. მისი ხელმძღვანელობის დროს კათედრამ დაიწყო ქიმიური და ფარმაცევტული ტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. 2006 წელს დეპარტამენტს შემოუერთდა ხის დამუშავების ტექნოლოგიის კათედრა (კათედრის გამგე - დოცენტი თამაზ ლომიძე).
ამჟამად ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი, როგორც დარგობრივი დეპარტამენტი, ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:
საბაკალავრო პროგრამები:
• გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია;
• ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები.
სამაგისტრო პროგრამები:
• ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგია;
• გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგია.
პროფესიული პროგრამა:
• ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი.