2019 წლის 14-15 ოქტომბერს პარიზში ჩატარდა 24-ე მსოფლიო კონგრესი „Food and Nutrition“, რომელიც ეძღვნებოდა “საკვებისა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირს უკეთესი მომავლისათვის“.
მასზე საპატიო წევრებად მიწვეული იყვნენ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის FR 17-353 ხელმძღვანელი დოდო თავდიდიშვილი და მეცნიერ-თანამშრომელი ცირა ხუციძე. მათ მიერ წარმოდგენილმა სამეცნიერო სტატიამ „TECHNOLOGY DEVELOPMENT OF RABBIT MEAT FUNCTIONAL FOODS“ (ფუნქციური დანიშნულების საკვები პროდუქტების ტექნოლოოგიის შემუშავება ბოცვრის ხორცის გამოყენებით) დიდი დაინტერესება გამოიწვია, მოჰყვა ურთიერთთანამშრომლობის შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მხრიდან, გაიმართა საქმიანი შეხვედრები.