პროექტი „ნარჩენების ხანძრების პრევენცია და მითიგაცია“ - Prevention and Mitigation of Waste Fires (PreMiWaFi) წარმოადგენს საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის პროექტს.
პროექტის მენეჯერი: მუჰამედ ასიმ იბრაჰიმი (ლინეუსის უნივერსიტეტი, შვედეთი)
პროექტის განმახორციელებელი გუნდი: მაიტ კრიპსალუ, ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთი; ციცინო თურქაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო; კატარზინა გრზესიკი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პოლონეთი; რუტა ბენდერე და დაჩე არინა, ლატვიის ნარჩენების მართვის ასოციაცია; გინტარას დენაფასი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუვა.
მონაწილე ორგანიზაციები: ლინეუსის უნივერსიტეტი, შვედეთი; ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პოლონეთი; ლატვიის ნარჩენების მართვის ასოციაცია; კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუვა.
პროექტის განხორციელება: 2022 წლის 1 ოქტომბერი – 2023 წლის 31 დეკემბერი
თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე ნარჩენების და რეციკლირების ინდუსტრია მთელ მსოფლიოში ვითარდება. ნარჩენების გადამუშავების ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპებზე (შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, აღდგენა, გადამუშავება) ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის სპონტანური ხანძრის რისკი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნარჩენების ხანძრის სიხშირე და ინტენსივობა გაიზარდა. ნარჩენების ფრაქციების შემადგენლობა მუდმივად იცვლება და ყოველდღიურად, ნარჩენების მართვის კომპანიებს უწევთ ახალი მასალის დამუშავება უცნობი ხანძრის რისკებით. ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნარჩენების ხანძრის ნახევრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ წარსულში ნარჩენების ხანძრის შემთხვევებიდან. ბალტიის ზღვის ქვეყნებს შორის სხვადასხვა აქტორებს შორის გაზრდილი ურთიერთქმედება და ცოდნის გაცვლა აუცილებელია ნარჩენების ხანძრის პრობლემის გადასაჭრელად, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც ათასობით ტონა ნარჩენებით ვაჭრობა ხდება ყოველწლიურად ბალტიის ზღვის ქვეყნებს შორის.
პროექტი მიმართულია სხვადასხვა აქტორებს შორის საერთაშორისო ქსელის განვითარებისკენ და მიზანია, მთლიანობაში გააძლიეროს რეგიონის შესაძლებლობები ნარჩენების ხანძრის რისკის შესამცირებლად, ნარჩენების ინდუსტრიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ერთმანეთის გამოცდილებიდან სწავლის მიზნით.
ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://lnu.se/en/research/searchresearch/research-projects/project-prevention-and-mitigation-of-waste-fires/