აწსუ-ს კლიმატის მენეჯმენტის საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნა Erasmus + KA2 პროექტის "საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მენეჯერული და სამრეწველო კომპონენტების სინერგია კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილების პრევენციის მიზნით" / CLIMAN (პროექტის კოდი: 619119-EPP-1-2020-1-NL-EPPKA2-CBHE-JP), პროექტის განხორციელების ვადები: 15.11.2020-14.11.2023.
კლიმატის მენეჯმენტის საკონსულტაციო ცენტრი გააგრძელებს მუშაობას CLIMAN პროექტის დასრულების შემდეგ.
ცენტრის მიზანია კლიმატის ცვლილების პრევენციის, ადაპტაციისა და გლობალური კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროში სამეცნიერო, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და საპროექტო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
ცენტრი მუშაობს ნებაყოფლობით საფუძველზე, მის მუშაობას ხელმძღვანელობს და კოორდინებას უწევს ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი.
ცენტრის საქმიანობა ორგანიზებულია წლიური სამუშაო გეგმების საფუძველზე, გარკვეული პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად ცენტრი იწვევს უნივერსიტეტის სამეცნიერო და პედაგოგიური პერსონალს, მათ შორის გარემოსდაცვითი და ქიმიური ტექნოლოგიების, ეკოლოგიის, საჯარო მმართველობის, განათლების, ეკონომიკის, ბიზნესის მენეჯმენტის, მშენებლობისა და ელექტრული ინჟინერიის სპეციალისტებს, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს.