ინგლისური ენის კლუბის საშობაო შეხვედრა

2020 წლის 25 დეკემბერს ინგლისური ენის კლუბმა წლის ბოლო შეხვედრა გამართა, სადაც სტუდენტები შეიკრიბნენ შობის დღესასწაულის აღსანიშნავად. მათ ერთმანეთს გააცნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღესწაულთან დაკავშირებული უცნაური ტრადიციები. გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე გასართობ-შემეცნებით თამაშში და ჯგუფურად შეასრულეს სხვადასხვა სახალისო ამოცანები, ამასთანავე ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო მოგონებები შობასთან დაკავშირებით.

პანდემიით გამოწვეული პირობების გამო სტუდენტებს შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში Microsoft Teams- ის პლატფორმაზე მოუხდათ, რის გამოც აღნიშნული ღონისძიება ნაკლებად მასშტაბური გამოდგა 2019 წლის შობის ღონისძიებასთან შედარებით, სადაც ინგლისური ენაისა და ლიტერატურის სტუდენტები განსაკუთრებული საშობაო ნომრებით წარდგნენ დამსწრეთა წინაშე.
კომენტარი
ინგლისური ენის კლუბი 40 წელზე მეტი ხანია არსებობს და ფუნქციონირებს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტთან. იგი შეიქმნა ინგლისური ენის კათედრის ლექტორებისა და სტუდენტების ინიციატივით, როცა მათ გადაწყვიტეს მოენახათ რაღაც ახალი, საინტერესო კლასგარეშე ენის აქტივობებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია კომუნიკაცია მეგობრულ, ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა გარემოცვაში და ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობა.