მიმდინარე სასწავლო წელს ონლაინ ფორმატის მიუხედავად აწსუ ენების შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვადასხვა ენობრივ აქტივობაში ჩართვის საშუალება მიეცათ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Virtual English Club", რომლის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამა წარმატებით დასრულდა. კლუბის მეცადინეობებს უძღვებოდა ენების შემსწავლელი ცენტრის სპეციალისტი ქეთევან მემანიშვილი, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად იქნა შერჩეული. სტუდენტების შერჩევაც ღია კონკურსის წესით მოხდა შესაბამისი სამოტივაციო წერილების განხილვის საფუძველზე. პროექტში ჩართულნი იყვნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები სრულად დაფინანსდა ბრიტანეთის საბჭოს მხრიდან.
კლუბის შეხვედრების ჩატარება ონლაინ რეჟიმში პლატფორმის "Microsoft Teams" გამოყენებით 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება. პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კვირაში ორჯერ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა თემის ირგვლივ გამართულ დისკუსიებში. შეხვედრების თემატიკა ძირითადად სამეწარმეო და ბიზნეს სფეროებს უკავშირდებოდა, როგორიცაა სამსახურეობრივი გასაუბრება, კარიერა, CV-ის შედგენა, პრეზენტაციის გაკეთება, ოფისში მუშაობა, ელ.ფოსტის წერა, ბიზნეს გეგმის შედგენა და სხვა. კურსის მუშაობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. სტუდენტები ეცნობოდნენ დონის შესაბამისად შერჩეულ მრავალფეროვან ავთენტურ ვიდეო/აუდიო მასალას, რითაც იღრმავებდნენ ცოდნას არა მარტო ინგლისური ენის კუთხით, არამედ იღებდნენ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ბიზნესისა და სამეწარმეო სფეროსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. მრავალმფეროვანი აქტივობები სახალისოს და მიმზიდველს ხდიდა თითოეულ შეხვედრას. მონაწილეებს ხშირად უწევდათ ჯგუფური მუშაობა, მინი–პრეზენტაციების გაკეთება, ერთმანეთის შეფასება, უკუკავშირის გაკეთება. უნდა აღინიშნოს სტუდენთა აქტიური ჩართულობა, მათი მეგობრული დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც პროექტის დასასრულს საინტერესო პრეზენტაციების წარდგენით დაგვირგვინდა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მათი სასაუბრო უნარ–ჩვევები დაიხვეწა, უფრო თავდაჯერებულები გახდნენ პრეზენტაციის წარდგენისას და ასევე, არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ახალი მეგობრებიც შეიძინეს.
ვირტუალური ,,ინგლისური კლუბის“ წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა როლანდ კოპალიანმა.
გთავაზობთ სტუდენტთა მიერ გაკეთებული პროექტის შეფასებებიდან რამდენიმე ამონარიდს:
გიორგი გურგენიძე - ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
,,მე ვარ გიორგი პროექტის "Creative Spark English Club" მონაწილე. თავდაპირველად, როდესაც ინგლისური კლუბის შესახებ ვნახე ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე, გადავწყვიტე მაშინვე შემევსო განაცხადი, რადგან ჩავთვალე, რომ ეს პროგრამა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ ინგლისური ენის გაუმჯობესება. თუმცა ინგლისურის სწავლასთან ერთად, კლუბმა საშუალება მომცა რაღაც ახალი და ჩემთვის საინტერესო მეკეთებინა იმ მკაცრი ლოქდაუნისა და შეზღუდვების პირობებში, რომელიც ამ პერიოდს დაემთხვა საქართველოში .
შეჯამებისთვის უნდა ვთქვა, რომ პროგრამას ვაფასებ დადებითად, რადგან თავად სახელწოდებიდან ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი‘’ გამომდინარე, მოხერხდა კიდეც ამ ნაპერწკლის ანთება მონაწილეებში.’’
ელენე ამაღლობელი - ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი
“Joining the English club was very rewarding and challenging. Before I joined the English Club my skills such as communication, leadership and entrepreneurship were low and now I can say that this course really helped me a lot to enhance these skills. The content of the workshops was extremely interesting and fruitful. Every day I learned something new, something productive for my future carrier. Our workshops were enriched with international resources… I spent a great time during workshops. I liked the way of teaching and the friendly atmosphere. The teacher was very kind, extremely competent, organized and the course was very well structured. I strongly recommend Creative Spark English Club to everyone”.