📢 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას შემდეგ კურსებზე:
ვრცლად: აწსუ ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას
წარმატებით დასრულდა ორგანიზაციის ‘PH Internaitonal’ მიერ განხორციელებული და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი CTEL II „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 წლის მანძილზე იყო ჩართული.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას შემდეგ კურსებზე:
ვრცლად: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი სტანდარტულ სასწავლო პროგრამებთან ერთად დამატებით აცხადებს მსმენელთა მიღებას შემდეგ სასწავლო კურსებზე:
ვრცლად: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას
მიმდინარე სასწავლო წელს ონლაინ ფორმატის მიუხედავად აწსუ ენების შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვადასხვა ენობრივ აქტივობაში ჩართვის საშუალება მიეცათ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Virtual English Club", რომლის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამა წარმატებით დასრულდა. კლუბის მეცადინეობებს უძღვებოდა ენების შემსწავლელი ცენტრის სპეციალისტი ქეთევან მემანიშვილი, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად იქნა შერჩეული. სტუდენტების შერჩევაც ღია კონკურსის წესით მოხდა შესაბამისი სამოტივაციო წერილების განხილვის საფუძველზე. პროექტში ჩართულნი იყვნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები სრულად დაფინანსდა ბრიტანეთის საბჭოს მხრიდან.