აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას შემდეგ კურსებზე:
• ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული და იტალიური ენების კურსები დონეების მიხედვით;
• აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსი;
• ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების მოსამზადებელი კურსები;
• საერთაშორისო სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები- KET, PET, FCE, CAE, TKT, IELTS, TOEFL;
• მსურველებს შეგიძლიათ განცხადებების საფუძველზე მიიღოთ საგამოცდო მომსახურეობა, რომლის მიხედვით დაგიდასტურდებათ ენობრივი კომპეტენცია და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20% -იანი შეღავათი სწავლის საფასურზე .
სასწავლო პროცესი, არსებული მდგომარეობის შესაბამისად და მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით, განხორციელდება ონლაინ ან ადგილზე საუნივერსიტეტო სივრცეში.
აწსუ ენების ცენტრის მთარგმნელთა ჯგუფი გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურეობას როგორც უნივერსიტეტის პერსონალს, ისე უნივერსიტეტის გარეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მთარგმნელობითი კუთხით შემდეგ ენებში: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური და თურქული.
მსურველებმა განცხადებით და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, მესამე სართული, ოთახი 3302. ( მისამართი: თამარ მეფის 59)
საკონტაქტო პირი - თამარ ჩინჩალაძე 597 25-22-72
რეგისტრაციისთვის გადადით შესაბამის ბმულზე