აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი სტანდარტულ სასწავლო პროგრამებთან ერთად დამატებით აცხადებს მსმენელთა მიღებას შემდეგ სასწავლო კურსებზე:

• მასწავლებლის გამოცდის მოსამზადებელი კურსი (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში)
• სასკოლო ასაკის შემსწავლელთა დიფერენცირებული კურსები
• იტალიური ენის კურსი
მეცადინეობები ჩატარდება როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ ფორმატით.
მსურველებმა განცხადებით და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, მესამე სართული , ოთახი 3302. ( მისამართი: თამარ მეფის 59)
საკონტაქტო პირი - თამარ ჩინჩალაძე 597 252 272