📢 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას შემდეგ კურსებზე:
• ზოგადი უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური და თურქული) კურსები დონეების მიხედვით– A1 დან C2 – ის ჩათვლით;
• საერთაშორისო სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები- KET, PET, FCE, CAE, TKT, IELTS, TOEFL;
• უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები;
• უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები;
სიახლე ჩვენს ცენტრში; დაემატა შემდეგი კურსები:
ზოგადი უცხოური (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) ენების კურსები ბავშვებისათვის;
ზოგადი უცხოური (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) ენების კურსები მოზარდებისათვის;
დამწყები მთარგმნელის და თარჯიმნის მოსამზადებელი კურსი; (წინაპირობა - უცხოური ენის B2 დონის კომპეტენცია);
პროფესიული უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) კურსები; (წინაპირობა - უცხოური ენის B1 დონის კომპეტენცია);
ზოგადი უცხოური (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) ენების ინტენსიური კურსი;
ქართული ენის კურსი უცხოელი შემსწავლელებისთვის;
ქართული ენის ინტენსიური კურსი უცხოელი შემსწავლელებისთვის.
გთავაზობთ მოქნილ სასწავლო გრაფიკს, რომელიც სურვილის მიხედვით განხორციელდება ონლაინ ან ფიზიკურ გარემოში საუნივერსიტეტო სივრცეში. არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ კურსის ინტენსივობასთან მიმართებაში.
ასევე, ენების შემსწავლელი ცენტრის მთარგმნელთა ჯგუფი გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურეობას როგორც უნივერსიტეტის პერსონალს, ისე უნივერსიტეტის გარეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მთარგმნელობითი კუთხით შემდეგ ენებში: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ,თურქული და იტალიური.
მსურველებმა განცხადებით და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, მესამე სართული , ოთახი 3302. ( მისამართი: თამარ მეფის 59)
საკონტაქტო პირი - თამარ ჩინჩალაძე 599 37- 15- 71
რეგისტრაციისთვის გადადით შესაბამის ბმულზე:
💥 იჩქარეთ ! უკვე მიმდინარეობს ჯგუფების დაკომპლექტება.