აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლის მიღებას პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ განხორციელებად 8 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ახორციელებს.
უმაღლესი დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ დარეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2021 წლის 6-7 სექტემბერს ჩატარდა პროფესიული ტესტირება.
დანარჩენ 7 პროფესიულ პროგრამაზე უნივერსიტეტში პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს შერჩევის პროცესი: საბაზო და საშუალო დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - „ელექტროობა“, „მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება“, „მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთება“, „საოფისე საქმე“, „საფინანსო სერვისები“, „საბიბლიოთეკო საქმე“ - მოტივირებული გასაუბრებები 8-10 სექტემბერს ტარდება, ხოლო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „მხატვრული ქსოვილები“. აპლიკანტთა შესარჩევად შემოქმედებითი ტური 8 სექტემბერს ჩატარდა.
აპლიკანტთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს კოვიდ-რეგულაციების მოთხოვნათა დაცვით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს აპლიკანტებს!