პროექტები

 

“პროფესიული განათლების ხარისხის მართვის სახელმძვანელოებისა და გზამკვლევების შემუშავება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე”.
სახელმძღვანელოები შემუშავებულია პროფესიული განათლების ხარისხის მართვისა და მონიტორინგის ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, აწსუ-ს პარტნიორი სასწავლებლების - გვენტის კოლეჯის და ტარტუს უნივერსიტეტისა მიდგომების გაანალიზებისა და საქართველოს პროფესიული განათლების სივრცეში ადაპტირების გათვალისწინებით.

სახელმძღვანელოები:

გზამკვლევი პროფესიული პროგრამების სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული ზრდისათვის

პროფესიული მასწავლებლის გზამკვლევი

პროფესიული პროგრამების ადმინისტრირება

პროფესიული პროგრამების ხარისხის მართვისა და შიდა მონიტორინგის სახელმძღვანელო

სწავლების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები



“პროფესიული პროგრამების ვიზუალიზაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში”
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციის და მათ შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით შეიქმნა უნივერსიტეტში მიმდინარე საგნობრივი და მოდულური პროფესიული პროგრამების პრომო და ანიმაციური ვიდეო-რგოლები
 

2017 წლის აგვისტოდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის განხორციელება.
კონკურსის საფუძველზე, 2017 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აწსუ-მ იმერეთის რეგიონის 25 სკოლაში (მათ შორის ზესტაფონის, ხარაგაულის, წყალტუბოსა და ბაღდათის რაიონებში) განახორციელა შრომითი უნარების განმავითარებელი პროექტი, რომელიც მოიცავდა ოთხ პროფესიულ მიმართულებას:
• სამკერვალო ნაკეთობების დამზადება,
• დეკორატიული ქსოვილებისა და თექის დამუშავება-დამზადება,
• ავეჯის დიზაინი და დამზადება,
• შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.

პროფესიული უნარების კურსები ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე მიზნის მიღწევაზე იყო ორიენტირებული:


• პროფესიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის;
• მოსწავლეების პროფესიაში თვითგამორკვევა;
• პროფესიისთვის საკვანძო უნარების საბაზო/საწყის დონეზე განვითარება;
• პროფესიისთვის დამახასიათებელი სამუშაოების შესრულების გზით პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა;
• ზოგადი პროფესიული ცოდნის მიღება შემდგომში მისი გაღრმავების პერსპექტივით;
• კარიერის მართვის უნარების განვითარებისა და პროფესიული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა.