2022 წლის 5 ოქტომბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“-პროექტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში შედგა მემორანდუმების გაფორმება, იმერეთის რეგიონის, ქუთაისის: №№ 5, 9, 12, 17, 19, 29, 32, 33; წყალტუბოს: №№ 1, 2; ხონის: 1, 2; ვანის№ 2 საჯარო სკოლებთან.
მემორანდუმი ითვალისწინებს, უნივერსიტეტის როლისა და მონაწილეობის გაზრდას ინკლუზიური სწავლების გასაძლიერებლად სკოლამდელი და ზოგადი განათლების სასწავლო დაწესებულებებში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ბატონმა შალვა კრთაძემ და შესაბამისი სკოლის დირექტორებმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: პროექტის კოორდინატორი, ნატო ქობულაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი იმერი ბასილაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, მამული ბუჭუხიშვილი.