აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N132/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
- გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი კონკურსი (დანართი თან ერთვის).