სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა


ჩვენი მიზანია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.
სტუდენტთა კარიერული ზრდის სერვისში აწსუ-ს სტუდენტთათვის და კურსდამთავრებულთათვის ფუნქციონირებს საკონსულტაციო სერვისი, რომელიც კალენდარული წლის მანძილზე გთავაზობთ:
• CV -ის შედგენას;
• სამოტივაციო წერილის შედგენას;
• გასაუბრებისათვის მოსამზადებელ კონსულტაციას.
სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისის ძირითადი ფუნქციებია:
* შრომის ბაზარზე ვაკანსიების მუდმივი მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისათვის;
* პოტენციური დამსაქმებლების მოზიდვა ურთიერთთანამშრომლობის მიზნით;
* დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა და ორგანიზება;
* დამსაქმებლებთან ერთად სხვადასხვა წამახალისებელ თუ საინფორმაციო ღონისძიებების, შეხვედრების მოწყობა, სტუდენტთა და დამსაქმებელთა დაახლოებისა და მათ შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით;
* სპეციალური ტრენინგ-კურსების ორგანიზება კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით;
* შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების, ასევე სხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, დევნილი ოჯახები და სხვა) დასაქმების ხელშეწყობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
XXII კორპუსი I სართული „აწსუ-ს ბიბლიოთეკა“ . ტ. ტაბიძის 18. ოთახი #22-104 (მთავარი ოფისი)