ფსიქოთერაპევტის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტის წინაშე წამოჭრილი ფსიქო-ემოციური პრობლემების გადაჭრის პროცესის ხელშეწყობა და ეფექტური გზების პოვნა. ფსიქოთერაპევტი აწსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს მათი სურვილის გათვალისწინებით ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს.
სტუდენტთა ფსიქოლოგის ძირითადი ფუნქციებია:
• სტუდენტებისათვის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა;
• სტუდენტთა ინდივიდუალურ ინტერვენციასთან დაკავშირებული ქეისებზე მუშაობა;
• სტუდენტთა პირველადი და პერმანენტული სკრინინგის, ფსიქოდიაგნოსტიკური შეფასების გახორციელება;
• მუშაობის პროცესში ფსიქოლოგიური შეფასების, პრობლემაზე ორიენტირებული მომსახურეობის განხორციელება.
• ინდივიდუალურად გათვალისწინებული ფსიქოსარეაბილიტაციო ღონისძიებების დაგეგმვა;
• საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულ ვადებში, ინდივიდუალური გეგმის ფსიქოლოგიური ნაწილის დაგეგმვა და რეკომენდაციების გაწევა;
• განსაკუთრებული რისკების მქონე (სუიციდი, დეპრესია, პიროვნული აშლილობა, სტრესის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სახის პიროვნების არაადაპტირებული მდგომარეობები, ტრამვული გამოცდილება და ა.შ.) შემთხვევებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური ინტერვენციის დაგეგმარება, გეგმიური ფსიქოკონსულტირების ინდივიდუალური ფორმის და ჩარევის შემუშავება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
XXII კორპუსი I სართული „აწსუ-ს ბიბლიოთეკა“ . ტ. ტაბიძის 18. ოთახი #22-104 (მთავარი ოფისი)