მიმდინარე წლის 7 დეკემბერს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კარიერული განვითარების მიმართულებამ სტუდენტებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე „კარიერული ორიენტაცია“. მსმენელებს თავდაპირველად მიმართა კარიერული განვითარების სპეციალისტმა, ლეილა ბარბაქაძემ, კარიერულ ორიენტაციაზე ისაუბრა დასაქმების კონსულტანტმა, გვანცა დაშნიანმა. შეხვედრის ბოლოს ტრენერებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს და მათგან მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები. აღნიშნულ ტრენინგს დაესწრო 200-ზე მეტი სტუდენტი.
2022 წლის 15 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია "მეიჯერელ ჯორჯიას" წარმომადგენლობამ გამართა სტუდენტებთან შეხვედრა. აღნიშნული კომპანია ბიზნეს პროცესების აუთსორსინგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბრენდთან ისეთ ინდუსტრიებში თანამშრომლობს, როგორიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტოინდუსტრია… მეიჯერელი საქართველოს სამ ქალაქში, საერთაშორისო გუნდისა და კომპანიის უნიკალური კულტურის მეშვეობით, თითოეული გუნდის წევრისათვის წარმოუდგენელ კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის. აღნიშნულ კომპანიას ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავს დასაქმებული და ყველა დასაქმებულ სტუდენტს სთავაზობს მათზე მორგებულ გრაფიკს, რათა შეუფერხებლად შეძლონ ლექციებზე დასწრება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა.
შეხვედრაზე სტუდენტებს წარუდგინეს მოქმედი ვაკანსიები.
ვრცლად: კომპანია "მეიჯერელ საქართველოს" შეხვედრა აწსუ-ს სტუდენტებთან
23 ივნისს 11 საათზე ჩატარდება სტუდენტების Online შეხვედრა ,, კრედო ბანკის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მოხდება მოქმედი ვაკანსიების წარდგენა.
ვაკანტური ვაკანსიებით დაინტერესებულებს მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა და გაიარონ პირველადი გასაუბრება.
სტუდენტები მიიღებენ კონსულტაციას როგორი უნდა იყოს ეფექტური CV – ის ფორმა .
ვრცლად: სტუდენტების შეხვედრა ,, კრედო ბანკის" წარმომადგენლებთან
23 ივნისს ჩატარდა სტუდენტების Online შეხვედრა ,, კრედო ბანკის“ წარმომადგენლებთან. ქეთევან ოთარაშვილმა, პერსონალის შერჩევის რეგიონლურმა ოფიცერმა სტუდენტებს წარუდგინა მოქმედი ვაკანსიები და მიაწოდა ინფორმაცია როგორი უნდა იყოს ეფექტური CV – ის ფორმა.
მოქმედი ვაკანსიებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა წარადგინეს საკუთარი კანდიდატურა და გაიარეს პირველადი გასაუბრება.
შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა.
ვრცლად: კარიერული განვითარების შესაძლებლობები „კრედო ბანკში“
17 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა!
ფორუმის მიზანი იმერეთის რეგიონში სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება იყო.
ღონისძიებაში მონაწილე 50-მდე მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ დასაქმების მსურველებს 500-მდე ვაკანსია წარუდგინა.
ვრცლად: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა