მეხსიერების პოლიტიკის საშემოდგომო სკოლა

2019 წლის სექტემბერში ლაიფციგის მოლდოვას ინსტიტუტი ატარებს საშემოდგომო სკოლას თემაზე „მეხსიერების კონფლიქტები და წარსულის დაძლევა საქართველოში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ, მოლდოველ, უკრაინელ, რუს, ბელარუს და გერმანელ სტუდენტებსა და დოქტორანტებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ისეთი მიმართულებებიდან, როგორებიცაა ისტორია, კულტურის მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და პოლიტიკური მეცნიერებები.

რვადღიანი საშემოდგომო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება მეხსიერების პოლიტიკა მოლდოვას ქალაქების კიშინიოვის, კომრატის, ორჰეის, ბენდერის, ტირასპოლის და უკრაინის ქალაქ ჩერნოვიცის მაგალითზე.

პროექტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახსრებიდან აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური, ხოლო პროგრამის, ბინის, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს ლაიფციგის მოლდოვას ინსტიტუტი.

❗ განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მარტი.

დამატებით ინფორმაციისათის ეწვიეთ საქართველოში გერმანიის საელჩოს ფეისბუქის გვერდს:

https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis/