აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27,28 და 29 სექტემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრები პროექტის - კვლევის განვითარების პროცესის მონიტორინგისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ უნივერსიტეტებში - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ა(ა)იპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ, რომლის გრანტიორი უნივერსიტეტის კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა კობახიძეა.

20 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი-ს მიერ (DAAD). შეხვედრზე განხილული იყო შესაძლებლობა, რომლითაც მკვლევრებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ მობილობის პროგრამით. ამასთან დაკავშირებით, 2022 წლის 13 ივლისს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი (დეტალური ინფორმაცია:https://georgias-researchers-mobility-programme.webflow.io/announcement).

25 და 27 მაისს, 16:00 საათზე კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრმა და ჰორიზონტ ევროპის ოფისის კოორდინატორმა, ნათია ქვაჩაკიძემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონლს ინფორმაცია მიაწოდეს "ჰორიზონტ ევროპის" ეროვნული ოფისის მიზნებზე, პროგრამის შესაძლებლობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრები გაიმართება პერმანენტულად, ყველა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის, რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ინფორმირება, მხარდაჭერა და კვლევითი პოტენციალის გაძლიერება. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი.

16-18 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,ერაზმუს+“-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში - SQUARE“ კონსორციუმის წევრების შეხვედრა გაიმართა, სადაც კვლევის განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა კობახიძემ მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ,,T2.2 სტრატეგიული დაგეგმარება“ ჩატარდა ფინელი და პორტუგალიელი ექსპერტების მიერ. სამდღიან ტრენინგში 36-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა 8 ქართული უნივერსიტეტიდან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.

კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა კობახიძე მონაწილეობას იღებდა ერაზმუს პლიუსის პროექტის ფარგლებში დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაში. დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გერმანიის 10 წამყვან უნივერსიტეტს შორისაა, HERD პროექტში ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით.