გამოცხადდა კონკურსები პროგრამის "Horizon Europe" მე-6 კლასტერის (სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო) ფარგლებში. კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
https://ec.europa.eu/.../topic-search;callCode=null...

გაცნობებთ რომ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონურსს.

კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი აკაკი წერეთლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს ვორქშოპს თემაზე - ადგილობრივი გრანტები და საგრანტო განაცხადის მომზადება. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან საქართვლოში სამეცნიერო გრანტებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, არსებულ პრაქტიკას, დონორი ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას და ა.შ. გარდა ამისა, განხილული იქნება სსიპ - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფარგლებში არსებული გრანტები და ფონდის მუშაობის სპეფიციკა. პრაქტიკული მაგალითების (უნივერსიტეტში უკვე მოპოვებული გრანტების) გამოყენებით მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია განაცხადის მომზადების ტექნიკასთან დაკავშირებით.

ვოქშოპი გაიმართება პერიოდულად, აკადემიური პერსონალის მოთხოვნის შესაბამისად.

ჯგუფში მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა - 20.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/gCdxb8BbnxD3cuWH9 ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

გაცნობებთ რომ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში იწყებენ ახალ პროექტს სახელწოდებით „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“, რომლის მიზანია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა შეიმუშავონ პოლიტიკის დოკუმენტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის "Support on Skills Development and Matching for Labour Market Needs'/Skills for Jobs Programme Phase 2" ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ა.შ.