სტუდენტური კონფერენცია

2019 წელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი თარიღია - ზუსტად 70 წლის წინ, 1949 წლის 15 მარტს, ქუთაისის იმჟამინდელი პედაგოგიური ინსტიტუტის კლუბში, სტუდენტთა პირველი რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ცხინვალის, გორის, თელავის პედაგოგიური და ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტების სტუდენტებმა. 4 დღის განმავლობაში ყველა პლენარულ და სექციურ სხდომაზე წაკითხულ იქნა 51 მოხსენება. ზოგიერთმა მომხსენებელმა საქართველოს განათლების სამინისტროს ჯილდოებიც დაიმსახურა. კონფერენციის შედეგებიდან გამომდინარე, 1949-1950 სასწავლო წლის I სემესტრში, ინსტიტუტში, სამეცნიერო მუშაობისა და კონფერენციის ერთიანი ხელმძღვანელობის მიზნით, დაარსდა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება.

ასე ჩაეყარა საფუძველი სტუდენტური კონფერენციის ტრადიციას. რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე სტუდენტთაგან დღეს ბევრი პროფესორი და ჩვენი ქვეყნის სახელოვანი ადამიანია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს ამ ტრადიციას და გაცნობებთ, რომ 2019 წლის 16 - 17 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის საზეიმო გახსნა გაიმართება 15 მაისს, რომლის განრიგიც გამოქვეყნდება უნივერსიტეტის საიტზე.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და დოქტორანტებს სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენასა და გაძლიერებაში, წაახალისოს მათი ჩართულობა კვლევით აქტივობებში და მისცეს საშუალება, გააცნონ ინდივიდუალური/ჯგუფური კვლევითი პროექტების შედეგები ფართო საზოგადოებას. 
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია, როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსა. მონაწილეთა თემები დაჯგუფდება ფაკულტეტების მიხედვით და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მიმართულებით დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე. კონფერენციის განრიგი გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, აპრილის ბოლომდე.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად, მითითებულ ვადებში უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო თემები.

კონფერენციასთან დაკავშირებული მოთხოვნები იხილეთ აქ:

სტუდენტის სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს.

საკონტაქტო პირები:

ცენტრის ხელმძღვანელი - კობახიძე თამთა, 558 91 01 25, ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ცენტრის სპეციალისტი - რამაზ ხაჭაპურიძე, 555 118870