სტუდენტთა ესეების კონკურსი ჰუმანიტარულ სამართალში

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში მოხარულია გამოაცხადოს სტუდენტთა ესეების კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

კონკურსის მიზანია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანამედროვე გამოწვევების შესახებ სტუდენტთა დაინტერესება, ცნობიერების ამაღლება, ანალიტიკური აზროვნებისა და სამეცნიერო კვლევის წახალისება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს.

სტუდენტს უფლება აქვს თავად შეარჩიოს ნაშრომის სათაური, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი თემატური საკითხიდან ერთ-ერთს:

** ავტონომიური იარაღის რეგულირების საკითხი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჭრილში
** შეიარაღებული კონფლიქტის მხარეთა ვალდებულებები უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან მიმართებით
** "დამიზნებით მკვლელობის" (targeted killing) კანონიერების საკითხი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჭრილში
** არის თუ არა ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია (TPNW) ეფექტიანი მექანიზმი კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგების აღმოსაფხვრელად?
** რამდენად ადეკვატურად არეგულირებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ე.წ. კიბერ ომს (cyberwarfare)?
** თანამედროვე ჰუმანიტარული სამართლის ურთიერთმიმართება "პარტიზანულ ომთან" (guerilla warfare)
** ურბანული ომის რეგულირების საკითხი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჭრილში
** ნაშრომებს შეაფასებს ჰუმანიტარული სამართლის სამი ექსპერტისგან შემდგარი ჟიური. ნაშრომების შეფასების დროს ყურადღება მიექცევა ნაშრომში განხილული საკითხების აქტუალურობასა და სიახლეს, სამართლებრივ არგუმენტაციას, კვლევისა და აკადემიური წერის ხარისხს.
** ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
** ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებულ აკადემიური წერის სტანდარტს. ნაშრომის ავტორის მიერ დაცული უნდა იყოს ციტირების ერთიანი სტილი.
** ნაშრომის საორიენტაციო მოცულობა უნდა იყოს 1400-დან 2300 სიტყვამდე (სქოლიოს ჩათვლით); შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 11; ინტერვალი - 1, 15.
** ნაშრომის ავტორმა თავფურცელზე უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი. ასევე ნაშრომის დასაწყისში ავტორმა უნდა გააკეთოს ჩანაწერი, რომ ნაშრომი დაწერილია მის მიერ და ადგილი არ აქვს პლაგიატს.

პრიზები:

I ადგილი: კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის 2000 ლარიანი ვაუჩერი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ლიტერატურა
II ადგილი: კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის 1500 ლარიანი ვაუჩერი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ლიტერატურა
III ადგილი: კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის 500 ლარიანი ვაუჩერი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ლიტერატურა
დამატებითი პრიზები (ლიტერატურა) გადაეცემა კონკურსის იმ მონაწილეებს, რომელთა ნაშრომებიც დაიმსახურებს ჟიურის განსაკუთრებულ მოწონებას.

ესეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ნოემბერი.

ესეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და სათაურში აუცილებლად უნდა მიეთითოს: ესეების კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.