კვლევითი კონკურსი სტუდენტებისათვის - "ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო"

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD), საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო". პროექტის მიზანია ახალგაზრდებს, და ზოგადად ფართო საზოგადოებას, გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.

პროექტის ფარგლებში, GCSD აცხადებს კვლევით კონკურსს სტუდენტებისთვის ნატოს შესახებ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
აღნიშნული მოიცავს კვლევითი დოკუმენტის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე:
* საქართველოს უსაფრთხოება და სწრაფვა ნატოსკენ: რატომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი?
* ევროკავშირის უსაფრთხოება: ნატოსთან ერთად თუ ნატოს გარეშე?
* ნატო და ჰიბრიდული გამოწვევები
* ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოება
* ნატო ავღანეთის შემდეგ: ახლა საით?
* ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები: უკრაინა და საქართველო
* დემოკრატიის გლობალური გამოწვევა და ნატო: ალიანსი დემოკრატიის სადარაჯოზე?
* დანაწევრებული ალიანსი: რამდენად ერთიანია ნატო დღეს?
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი. შერჩეული ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ სტიპენდია, რომელიც შეადგენს 200 ევროს ეკვივალენტს ლარში. ამასთან, ავტორები საკუთარ ნაშრომებს წარადგენენ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსების, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტებს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე