საბაზისო, პრეკლინიკური და კლინიკური მედიცინის ინგლისურენოვანი დეპარტამენტი ემსახურება დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანამანათლებლო პროგრამის აკადემიურ უზრუნველყოფას.
დეპარტამენტი უზრუნველყოფილია სასწავლო-მეთოდური რესურსითა და შესაბამისი მატერიალურ – ტექნიკური ბაზით.
საბაზისო, პრეკლინიკური და კლინიკური მედიცინის ინგლისურენოვანი დეპარტამენტისკოორდინატორია მედიცინის დოქტორი, პროფ. ირინე ფხაკაძე; სასწავლო კურსების აკადემიურ უზრუნველყოფაში ჩართულია შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი: 2 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი, დარგის წამყვანი სპეციალისტები ქალაქის ჰოსპიტალური სექტორიდან. ამავდროულად, პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ქალაქის ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი წამყვანი სამკურნალო - დიაგნოსტიკური დაწესებულებები. სტუდენტები კლინიკურ უნარ-ჩვევებს ითვისებენ ფაკულტეტზე არსებულ თანამედროვე მულაჟებით აღჭურვილ სიმულაციურ ცენტრში.
დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას და ხელს უწყობს სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას საუნივერსიტეტო პროცესებში.