სტომატოლოგიის და ფარმაციის დეპარტამენტი

სტომატოლოგიისა და ფარმაციის დეპარტამენტი მედიცინის ფაკულტეტზე 2005 წელს შეიქმნა კათედრების რეორგანიზაციის შედეგად და ემსახურება სტომატოლოგიისა და ფარმაციის უმაღლესი სამედიცინო საგანამანათლებლო პროგრამების აკადემიურ უზრუნველყოფას.
დეპარტამენტის კოორდინატორია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ ლობჟანიძე (პიერ ფოშარის სახელობის სტომატოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი). დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი წარმოდგენილია 3 პროფესორით, 4 ასოცირებული პროფესორითა და 4 ასისტენტ
პროფესორით. 2012წ. და 2013წ. დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებული და გრანტის მფლობელი. ფონდის დაფინანსებით ჩატარდა მნიშვნელოვანი კვლევები დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი რესურსების ათვისებისა და მათგან ფარმაცევტული პრეპარატების მომზადების მიზნით, მიღებული იქნა სახელმწიფო პატენტი. დეპარტამენტის პერსონალს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთშორისო რეფერირებად ჟურნალებში, მათ მიერ მომზადდა ქართულენოვანი სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები სტომატოლოგიასა და ფარმაციაში. 2016წ. ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებულ იქნა ახალი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამა „ფარმაცია“. სტომატოლოგიისა და ფარმაციის დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში, საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. იგი სისტემატურად აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, ტრეინინგებსა და მასტერკლასებს, როგორც ადგილობრივი ძალებით, ასევე უცხოეთიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.
სტომატოლოგიისა და ფარმაციის დეპარტამენტზე აღიზარდა სპეციალისტთა თაობები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე უცხოეთის კლინიკებში.
დეპარტამენტის საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამების განხორციელების გარკვეული გამოცდილება იძლევა სასწავლო პროცესის რაციონალურად დაგეგმვის, წარმართვისა და არსებული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობებს.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ლობჟანიძე თენგიზი პროფესორი
2 სამსონია მიხეილი პროფესორი
3 ალავიძე ნატო ასოცირებული პროფესორი
4 აბულაძე ნინო პროფესორი
5 გაბუნია ქეთევანი ასოცირებული პროფესორი
6 ჟვიტიაშვილი თენგიზი ასოცირებული პროფესორი
7 ჯავახია მაკა ასოცირებული პროფესორი
8 ხუჯაძე ირმა ასისტენტ პროფესორი
9 კანდელაკი მარგალიტა ასისტენტ პროფესორი
10 ხათუნა დავარაშვილი ასისტენტ პროფესორი
11 ლევან მორჩაძე ასისტენტ პროფესორი