საბაზისო და პრეკლინიკური მედიცინის დეპარტამენტი ემსახურება უმაღლესი სამედიცინო საგანამანათლებლო პროგრამების აკადემიურ უზრუნველყოფას.
დეპარტამენტში არსებობს მორფოლოგიის, პათოლოგიის, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებები.
საბაზისო და პრეკლინიკური მედიცინის დეპარტამენტის კოორდინატორია მედიცინის დოქტორი, ასისტ. პროფ. ნინო ჯოჯუა. დეპარტამენტში აკადემიურ საქმიანობას ეწევა: 3 პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი, ამასთანავე, დარგის წამყვანი სპეციალისტები.
დეპარტამენტის მიზანია მისცეს მომავალ სპეციალისტს საბაზისო სამედიცინო მეცნიერებების საფუძვლიანი ცოდნა და მორალური ღირებულებებისა და ეთიკური პრინციპების სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებისა და დაცვის უნარი, მოამზადოს სტუდენტი მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის.
სწავლების თანამედროვე PBL მეთოდის (პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება) დანერგვით სწავლების საწყის ეტაპზევე სტუდენტი იღებს მოტივაციას: აიმაღლოს ცოდნა და მუდმივად იყოს ჩართული პაციენტების კვლევა–დიაგნოსტირების საქმეში, გამოიმუშაოს კრიტიკული აზროვნება ზოგად კომპეტენციათა განვითარებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია მომავალი კლინიცისტისთვის.
# | სახელი და გვარი | აკადემიური თანამდებობა | CV |
1 | გრძელიძე თაისა | პროფესორი | |
2 | შავლაყაძე ნანა | პროფესორი | |
3 | ჩხობაძე გუგული | პროფესორი | |
4 | გამყრელიძე სოფიო | ასისტენტ პროფესორი | |
5 | ჯოჯუა ნინო | ასისტენტ პროფესორი |