სტუდენტური სამეცნიერო მრგვალი მაგიდა თემაზე " ფრჩხილის ფსორიაზი"

29 ოქტომბერს ფსორიაზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით- სლოგანით ''მოდით გავერთიანდეთ ("Let s get connected'') საქართველოს ფსორიაზის ასოციაციის PSO Georgia-ს ინიციატივითა და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მუდმივი მხარდაჭერით ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო მრგვალი მაგიდა თემაზე " ფრჩხილის ფსორიაზი."

მოხსენებები წარმოადგინეს მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტებმა-ლ. გორგოძემ, ა. ინაკავაძემ, ა.ლობჟანიძემ, თ.თამაზაშვილმა.