დღეს უკვე, როდესაც მსოფლიოს ისტორიას ახსოვს პანდემიის რამდენიმე შემთხვევა და ჯერ კიდევ არსებობს აცრებთან დაკავშირებული შიშები, კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა სახელმწიფოების პრიორიტეტული პოლიტიკა, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, რაც მოიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობას; შესაბამისად, საინტერესოა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაცნობა, რასაც ბუნებრივად უკავშირდება სამომავლო განვითრების შესაძლებლობების განხილვა.
სწორედ ამ თემებზე ესაუბრა ონლაინ რეჟიმში გიორგი ფხაკაძე (MD. PhD - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC) წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი) აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, უპასუხა მათ შეკითხვებს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოვიდ -19 მართვისათვის სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას!..
#stayathome