პირდაპირი ჩართვა Zhejiang საუნივერსიტეტო კლინიკიდან

არნახული ტექნიკური და მეცნიერული პროგრესის ხანაში კაცობრიობამ მკაცრი გაფრთხილება მიიღო ბუნებისგან, უკვე რამდენიმე თვეა მთელი მსოფლიოს მედიკოსები ებრძვიან ახალ სენს , რომელმაც პანდემიის სახე მიიღო, ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 903 ათასზე მეტი დაინფიცირდა, შესაბამისად, სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე  ჩნდება ურთიერთგამომროცხველი ინფორმაციები სხვადასხვა ჭრილში კორონავირუსის გავრცელების შესახებ, აწსუ  მედიცინის ფაკულტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ცდილობს თოთოეული სტუდენტის მოქალაქეობრივი და პროფესიული თვითშეგნების ამაღლებას

სამედიცინო კორპორაციაევექსმა“, რომლის კლინიკურ ბაზებზე ხორციელდება აწსუ მედიცინის საგანმანათლებლლო პროგრამები, საკუთარ ქსელში დასაქმებული ექიმებისათვის განახორციელა პირდაპირი ჩართვა  Zhejiang საუნივერსიტეტო კლინიკიდან, სადაც მძიმე კლინიკური მიმდინარეობის შემთხვევების მკურნალობის პროცესში ლეტალობა არ ჰქონიათ!

ჩინელი კოლეგებმა ისაუბრეს Covid 19 მართვის პროცესში ინფრასტრუქტურის გადაწყობის, ხარისხის მენეჯმენტისა თუ  პერსონალის დატრენინგების საკითხებზე, მკურნალობის ასპექტებზე ხაზგასმით, მათ უპასუხეს ქართული მხარის შეკითხვებს. აღნიშნული გამოცდილების გაზიარება ცხადია, მნიშვნელოვანია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა რეფერალური ჰოსპიტალის ხარისხის დირექტორის მიხეილ შავგულიძის ონლაინ შეხვედრა, რომლის ფარგლებში  მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ ჩინელი კოლეგების წარმატებულ მიდგომებს, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

გვჯერა, რომ საქართველო და მთელი მსოფლიო მალე დაძლევს ამ პანდემიას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. იქამდე კი დავრჩეთ სახლში და ხელი შევუწყოთ სწორი ინფორმაციის გავრცელებას.