აღნიშნული განცხადებით დაიწყო კიდევ ერთი ღია ლექცია აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე, ამჯერად ღია ლექციის თემა გახლდათ გაეროს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის ანგარიში “ტრანსფორმაციული ანგარიშვალდებულება მოზარდებისათვის.
დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ანგარიშვალდებულება 2030 წლის დღის წესრიგში”,ღია ლექციის ონლაინ სივრცის სტუმრები იყვნენ გიორგი ფხაკაძე MD.PhD, MPH - გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი და აწსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფ. ირინე ფხაკაძე, რომელიც გახლდათ ჩართული აღნიშნული ანგარიშის მომზადებაში. არსებული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული სიმძაფრით გაჟღერდა შეხვედრის მთავარი მესიჯი: 2030 წლისთვის ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს მშვიდობითა და კეთილდღეობით!.