SARS-CoV-2 (COVID-19) ინფექციის მართვა - გერმანიის გამოცდილების გაზიარება

SARS-CoV-2 (COVID-19) ინფექციას გეოგრაფიული საზღვრები აღარ აქვს, მძაფრდება ადამიანების ინტერესი სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რეალობის მიმართ, განსაკუთრებით კი განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების მქონე სახელმწიფოების მიმართ.

ამიტომაც, განსაკუთრებული იყო ინტერესი ესენის უნივერსიტეტის პროფესორის ზაზა ქაცარავას ღია ლექციის მიმართ, რომელიც ონლაინ რეჟიმში შეხვდა აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის სამედიცინო პერსონალს, ბატონმა ზაზამ ისაუბრა გერმანიის გამოცდილების შესახებ და ჩვეული პროფესიონალიზმით უპასუხა არაერთ შეკითხვას.