ბიძინა კულუმბეგოვი „COVID- 19“ და არსებული მდგომარეობის სიტუაციური ანალიზი

ბრძოლა COVID-19 ინფექციით გამოწვეული პანდემიის მიმართ  ეტიოლოგიური მკურნალობის მეთოდებისა და პროფილაქტიკური ვაქცინაციის არარსებობის რეჟიმში გრძელდება.

ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგების მოწოდება სოციალური დისტანცირების შესახებ ძალაში რჩება. მეცნიერების მორალური ვალდებულებაა სიმართლე უთხრან საზოგადოებას და გასცენ პასუხი დაგროვილ შეკითხვებს. ამ მიზნით, მედიცინის ფაკულტეტი სტუდენტებისათვის გრძელებს „ღია ლექციების“ პროექტს, რომლის სტუმარიც ამჯერად გახლდათ ცნობილი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. შეხვედრა შედგა სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომის რეჟიმში, სტუმრის მიერ მიწოდებული საინტერესო უახლესი ინფორმაციების ფონზე, მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე.