SARS-CoV-2 (COVID-19) ინფექციას გეოგრაფიული საზღვრები აღარ აქვს, მძაფრდება ადამიანების ინტერესი სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების მქონე სახელმწიფოებში არსებული რეალობის მიმართ, ამიტომაც, განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ონლაინ აუდიტორია თამარ ვაშაყმაძეს, ჰოსპიტალური მედიცინის პროგრამის სამედიცინო დირექტორს დასავლეთ ფლორიდას ჰოსპიტალიდან, რომელმაც გაგვიზიარა SARS-CoV-2 (COVID-19)ინფექციის მართვის გამოცდილება საკუთარი კლინიკის მაგალითზე.