აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ელექტრონული სწავლების გამოწვევებს შორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ონლაინ აკადემიური საზოგადოების შენებას ასახელებს და მაქსიმალურად გეგმავს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
ამჯერად „ღია ლექციის“ ონლაინ სივრცეს სტუმრობდა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ქავთარაძე, რომელმაც შეაფასა SARS-CoV-2 (COVID-19) პანდემიის პირობებში საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობები და ისაუბრა პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ. შეხვედრაში საფრანგეთიდან ერთვებოდა
გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC) წევრი გიორგი ფხაკაძე MD.PhD, MPH.