აწსუ მედიცინის ფაკულტეტი აგრძელებს ლექციების კურსს ქვეყანაში SARS-CoV-2 (COVID-19) პანდემიასთან ეფექტური ბრძოლისა და პრევენციის შეუფერხებელი წარმართვისათვის, ამჯერად ონლაინ აუდიტორიაში მე-4, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები შეიკრიბნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რაგიონალური დეპარტამენტის უფროსს სპეციალისტთან ეპიდემიოლოგ დალი ქობულაძესთან შესახვედრად.
ქალბატონმა დალიმ ისაუბრა პაციენტის/საზოგადოების სწორად ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე, COVID-19 ინფექციის ეპიდემიოლოგიაზე, ვირუსის გავრცელების გზების შესახებ, დაინფიცირების რისკებსა და უსაფრთხოების წესებზე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.